მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ, ნუ მივალთ ბებიებთან და ბაბუებთანაც კი - იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის თქმით, ახალ წელს მაქსიმალურად ვიწრო წრეში, მათ შორის ნათესავებთან ვიზიტის გარეშე უნდა შევხვდეთ. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.

"მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი, ნუ მივალთ ჩვენს ბებიებთან, ბაბუებთან და ყველამ თავის ოჯახში აღნიშნოს, ძალიან ვიწროდ, ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება, ალბათ, მთელი ცხოვრების მანძილზე, ყველა სხვა ახალი წლისაგან, იმიტომ, რომ გვიკრძალავს ჩვენი ახლობლების ნახვასაც კი", - თქვა პაატა იმანძემ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 515 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი