ელენე ხოშტარიამ პარლამენტს დეპუტატის ხელფასი უკან გადაურიცხა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია თავის Facebook-ის გვერდზე წერს, რომ პარლამენტმა ხელფასი ჩაურიცხა, თუმცა, დეპუტატმა ის საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნა. 

"პარლამენტმა არ ვიმჩნევთ რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს:-) წამებში მიიღეს უკან", - წერს ელენე ხოშტარია

 შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას, 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ "ოცნების" სახელით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იმ პარტიებს, რომლებიც "სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა მიერ წარდგენილი დეპუტატები არასაპატიო მიზეზით არ ესწრებიან სხდომებს", სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. 

  • "ოცნების" კანონპროექტით მიხედვით, შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც:
  • სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.
  • პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.
  • იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.
  • რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი