2021 წლის თბილისის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარია

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, ბიუჯეტი 2021 წელს საწყის ეტაპზე მილიარდ 50 მილიონით არის განსაზღვრული, თუმცა რამდენიმე თვეში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

საკრებულოში ბიუჯეტის პროექტს კახა კალაძე წარადგენს. სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია - ენმ და ევროპული საქართველო არ ესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი