დღეს რაგბის კავშირში, საპრეზიდენტო არჩევნების გადადების განსახილველად, სხდომა გაიმართა.
გადაწყვეტილება საკითხზე - გადაიდოს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები, ვერ მიიღეს.
სავარაუდოდ, რაგბის კავშირის გამგეობა, კიდევ ერთხელ კვირას, 27 დეკემბერს, 13:00–ზე შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყვეტს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი, ბაჩო ხურჩიძე, არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. მან გადადების მოთხოვნით რაგბის კავშირის გამგეობას მიმართა, გამგეობამ კი მისი მოთხოვნის საფუძველზე, დღეს სხდომა გამართა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დანარჩენი ორი კანდიდატი ფიქრობს, რომ დაუშვებელია ერთი პირის მოთხოვნის საფუძველზე პრეზიდენტის არჩევნები გადაიდოს და ბაჩო ხურჩიძე გადადებას იმიტომ ითხოვს, რომ არჩევნებს აგებს და მისი ჩაშლა სურს.
ვეტერანი მორაგბეების თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდება და ახალიპრეზიდენტი დროულად არ აირჩევა, ქართული რაგბი დაიღუპება.