აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები ისედაც მინიმალურ ხელფასს დროულად ვერ იღებენ

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წევრები, მეორე თვეა, უხელფასოდ რჩებიან. მოცეკვავეების თქმით, ხელფასი ისედაც მინიმალური  - 390 ლარი აქვთ.

თუმცა, მათი თქმით, მიუხედავად ხელფასის სიმცირისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მაინც ვერ უზრუნველყოფს თანამშრომლების შრომის დროულ ანაზღაურებას.

"აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მიმართავს ბატონ პრემიერმინისტრ გახარიას, რომ გვიშუამდგომლოს რუსლან აბაშიძესთან, გადახედოს ანსამბლის ბიუჯეტს, საბოლოოდ მოგვარდეს ეს პრობლემა და ჩაგვერიცხოს 2020 წლის 31 დეკემბრამდე ჩვენი 2 თვის ხელფასი", - ამბობს მოცეკვავე ქეთი მაისურაძე.

როგორც მოცეკვავეები ამბობენ, ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემა შარშან და შარშანწინაც აწუხებდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი