20 დღეში დაინიშნოს, მაგრამ მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს - ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

გადაიდება თუ არა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები, ჯერ ისევ უცნობია. გამგეობა 27 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

არჩევნების გადადებას ითხოვს ერთერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე. მისი თქმით, ამ ფორმატში არჩევნები არალეგიტიმური იქნება.

"მე მომხმრე ვარ, რომ ჩატარდეს. ერთი-ორი კვირის წინ 100% იყო მომხრე და ახლა 70% არის მომხრე, ითხოვენ არჩევნების ჩატარებას იმიტომ, რომ უნდა მიეცეს პრეზიდენტს ლეგიტიმაცია და შეძლოს ახალ გზაზე გადაიყვანოს ქართული რაგბი. მომავალი წელი ჩვენთვის ძალიან მნიშნვნელოვანია, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია, ამიტომ დროულად გადასაწყვეტია", - ამბობს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ბაჩო ხურციძე კი, არჩევნების 20 დღით გადადებას ითხოვს.

"გამგეობის სხდომა თუ დატოვებს ძალაში ყრილობის 30 რიცხვში გამართვას იმ ფორმით, რა ფორმითაც დანიშნეს, 30 რიცხვში გასამართი ყრილობის ლეგიტიმაცია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მისი გასაჩივრების შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ გააუქმოს უკვე მომავალში სასამართლომ. ვინმეს პრობლემა აქვს, რო 20 დღეში დაინიშნოს, მაგრამ მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს? დაინიშნოს 20 დღეში და როგორც ერთერთი კანდიდატი ამბობს, რომ მაღალი მხარდაჭერა აქვს, იმ 20 დღეში დანიშნულზე გაიმარჯვოს", - ამბობს ბაჩო ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი, ბაჩო ხურჩიძე, არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. მან გადადების მოთხოვნით რაგბის კავშირის გამგეობას მიმართა, გამგეობამ კი მისი მოთხოვნის საფუძველზე, დღეს სხდომა გამართა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დანარჩენი ორი კანდიდატი ფიქრობს, რომ დაუშვებელია ერთი პირის მოთხოვნის საფუძველზე პრეზიდენტის არჩევნები გადაიდოს და ბაჩო ხურჩიძე გადადებას იმიტომ ითხოვს, რომ არჩევნებს აგებს და მისი ჩაშლა სურს.

ვეტერანი მორაგბეების თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდება და ახალიპრეზიდენტი დროულად არ აირჩევა, ქართული რაგბი დაიღუპება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი