
ერთპარტიულმა პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ერთხმად, 81 ხმით მიიღო.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი. ქართული საზოგადოებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ისტორიული არჩევანი, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად, ეს რეზოლუცია ეყრდნობა სწორედ, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ არჩევანს და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალებს ხელისუფლების ყველა შტოს, რომ იმუშაონ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისთვის" - თქვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.