დღევანდელი, 26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 352 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 119 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 56 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი.