მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა და ამჟამინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 80 209 818-ს აღწევს.
ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 57 მილიონი ადამიანი (56 474 291), 1.7 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა (1 757 715).
ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22 მილიონს აღწევს, საიდანაც კრიტიკულად მძიმე 105 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.