მარნეულში, "ავერსის" კლინიკაში ახალაზრდა ექიმი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარს კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი ადასტურებს, თუმცა ჩვენთან საუბარში ამბობოს, რომ დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია.
თანამშრომლების ინფორმაციით, გიორგი ბუაძე საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმმა კორონავირუსი გადაიტანა, გამოჯანმრთელდა და სამსახურში სამუშაოდ დაბრუნდა.
გიორბი ბუაძის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 119 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.