ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

81 უკვე ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში კოვიდ 19 ოთხ ადამიანს გამოუვლინდა. მათგან ერთი ინფექციურშია მოთავსებული.

ამ კლინიკაში ამჟამად 34-ს ადამიანს მკურნალობენ, 4-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთი განსაკუთრებით რთული. დღეისათვის სულ 13 გამოჯანრთელებული ადამიანია საქართველოში.

გუშინ დილით ჩვენ ვთქვით, რომ 77 დადასტურებული შემთხვევა იყო. დღეს დილას არის უკვე 81, გუშინდელს შემდეგ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 1 არის ჩვენი ცენტრის პაციენტი, დანარჩენები განთავსებულები არიან სხვა კლინიკებში. გამოჯანმრთელებულებიდან ჩვენს ცენტრს დაემატა 2, იყო 10 გამოჯანმრთელებული, გახდა 12. ერთმა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. სულ ბინაზე გაწერილია 11. მე-12 პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს პასუხთან, ანუ ვირუსმა განიცადა ელიმინაცია, მაგრამ აუცილებელია შეფასდეს ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის სხვა კლინიკური მონაცემები. შეფასდება კლინიკური მონაცემები და ეს პაციენტიც ალბათ დატოვებს დღეს ჩვენს ცენტრს" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი