გურჯაანის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს - ხანდამაშვილი ფაქტს უარყოფს

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ. ის ამ დროისთვის ერთთვიან შვებულებაშია გასული. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ უკან აღარ დაბრუნდება. 

მერის გადაყენების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ის  გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით სონღულაშვილს დაუპირისპირდა.

ხანდამაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას განცხადების დაწერას მხოლოდ შვებულებასთან დაკავშირებით ადასტურებს და აცხადებს, რომ სამსახურს ერთ თვეში დაუბრუნდება. რაც შეეხება მერიის სხვა თანამშრომლებს, მათ ამ საკითხზე კონკრეტული განმარტებები არ გაუკეთებიათ. 

"შვებულებაში გავედი, იმდენი უქმე დღეები ემთხვევა და ისეთი პერიოდი ავირჩიე, რომ ოჯახისთვის მოვიცალო, შვილებთან ვიყო ცოტა ხნით მაინც და ნამდვილად ვაპირებ უკან გამოსვლას სამსახურში. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, არასდროს ყოფილა მსგავსი დაპირისპირება, რომ მე თანამდებობა დამტოვებინა, ფიზიკური ხომ საერთოდ, სისულელეა", - ამბობს მერი, არჩილ ხანდამაშვილი. 

დაცვის სამსახურმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს შენობაში სხვა საჯარო მოხელეებთან მისვლის და კითხვის დასმის საშუალება არ მისცა.

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟშვილის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მერმა შვებულებაზე განცხადება იმიტომ დაწერა, რადგან "სონღულაშვილის კლანის" მორჩილება არ სურს.

"ლელოში" ამბობენ, რომ ქალაქის მერი "მინი ოლოგარქთან" დაპირისპირებას შეეწირა. 

არჩილ ხანდამაშვილი მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. მის სახელს რამდენიმე გახმაურებული ფაქტი უკავშირდება.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი