23 წლის ექიმის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსის შემდგომი გართულებები გახდა. მარნეულის "ავერსის" კლინიკის ექიმი თანამშრომლებმა საავადმყოფოს საპირფარეშოში გარდაცვლილი ნახეს.
ერთერთი ვერსიით, გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია, რომელიც 23 წლის გიორგი ბუაძეს, შესაძლოა, კორონავირუსის შემდეგ განუვითარდა. ექიმმა კორონავირუსი 10 დღის წინ დაამარცხა და ბოლო დღეების განმავლობაში 2 კლინიკაში ინტენსიურად მუშაობდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 4 119 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.