81 ინფიცირებული და 13 გამოჯანმრთელებული – ასეთია ბოლო მონაცემები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით.
ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსი ოთხ ადამიანს გამოუვლინდა. მათ შორის არის ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილი ორსულიც, რომელსაც კოვიდ 19 განმეორებითი ანალიზის შემდეგაც დაუდასტურდა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათთან მოთავსებული კორონავირუსით დაინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია.
ახალშობილები ყველა შემოსულია სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მოგეხსენებათ, არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ ნევნატოლოგების და რეანემატოლოგების დახმარება. ვინაიდან ჩვენ ქვეყანში მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, აქედან გამომდინარე, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ 2 წლის ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვის დედას არ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, მაგრამ დამატებით კვლევებს უტარებენ. კლინიკაში ამ დროისთვის, სულ 16 პაციენტია, 5 დადასტურებული შემთხვევაა, 7 პაციენტის პასუხს დღეს ელოდებიან, 2 პაციენტს პნევმონიაც აქვს.