მიზერული გამოცდილებით მოგებული მრავალმილიონიანი ტენდერები - ბიჭიკო პაიკიძე სუსის უფროსთან ნათესაობის გამო პრივილეგირებულია

გამოქვეყნდა:

სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლიაა, სწორედ მისი მხარდაჭერით შოულობს პაიკიძე მილიონებს. ბოლო მსხვილი ტენდერი მან 18 დეკემბერს მოიგო და სახელმწიფოსგან 20 მილიონი ლარი გზების რეაბილიტაციის მიიღო. 

წლის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაცია აქვს გიორგი კაპანაძესაც. ირკვევა, რომ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია "ბი პი ტრანსის" გარდა, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სხვა, უფრო გამოცდილი კომაპნიებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, გადაწყვეტილება პაიკიძის სასარგებლოდ მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მას გზების რეაბილიტაციის სულ რაღაც ერთწლიანი გამოცდილება აქვს.

საბუთების შესწავლის დროს, "მთავარმა" გააარკვია, რომ კომპანია "ბი პი ტრანსი" პაიკიძემ 2012 წელს დააფუძნა. აქტიურ საქმიანობას კი, კომპნია 2019 წლის ბოლოდან იწყებს. მის მიერ სახელმწიფო ტენდერების მოგება პირდაპირ უკავშირდება სუსში ლილუაშვილის კლანის გაძლიერებას. 

ბიჭიკო პაიკიძის საქმიანობა შეისწავლა არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციამაც". ქეთი ენუქიძეს ტენდერში პაიკიძის კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კითხვებს უჩენს. სხვა კოამპანიები, რომლებიც ამავე ტენდერში მონაწიელობდნენ, სამუშაოების შესრულებაში გაცილებით ძვირს ითხოვდნენ. "ბი პი ტრანსმა" საგრძნობლად დაბალი ფასით მოიგო. ენუქიძეს კითხვა აქვს, რამდენად შეძლებს ამ თანხით პაიკიძის კომპანია სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას. 

ის რომ ბიჭიკო პაიკიძის ჯიბეში მილიონობით ლარი სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით მიდის, გამოიკვლიეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმაც. სტუდია მონიტორმა "ბი პი ტრანსის" მიერ მოგებული ტენდერების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ფილმი გადაიღო. პაიკიძე მაშინ არ უარყოფდა, რომ სუსის უფროსთან ნათესაური კავშირი ჰქონდა. 

საგამოძიებო ფილმის ავტორი დღეს ამბობს, რომ მის მიერ მოძიებულ მასალას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტები სახეზეა, ლილუაშვილისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, ასევე აგრძელებს ტენდერების მოგებას მისი პროტეჟე პაიკიძეც. 

გავლენიანი მფარველების არსებობა პაიკიძის ქონებას უცებ შეეტყო. 2019 წლის შემდეგ მისი ქონება, სულ მცირე, გაათმაგდა. საჯარო რეესტის ამონაწერის თანახმად, მას ეკუთვნის ფეშენებელური სახლი დიღომში ელიტურ დასახლებაში. ასევე - ბინა საბურთალოზე, ფანასკერტელის ქუჩაზე. აქვს ბინა ვაკეშიც, თამარაშვილზე - 123 კვ.მ. 1500 კვადრატულ მეტრს ფლობს პაიკიძე კოჯორშიც. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ჯერ აუთვისებელი აქვს. 

ბიჭიკო პაიკიძის საქმინობის შესახებ კარგად იციან ვანში, საიდანაც ის არის წარმოშობით. ვანის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ პაიკიძეს ყოფილი ხელისუფლების დროსაც ჰქონდა სამშენებლო კომპანია, თუმცა, პატარა ხიდების აგებით იყო დაკავებული. 

2019 წლის შემდეგ ბიჭიკო პაიკიძის კომაპნიას მასშტაბები გაეზარდა. დღეს კომპანია, რომელსაც გზების დაგებაში მიზერული გამოცდილება აქვს, უზარმაზარ ტენდერებს იგებს. შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს, მაგრამ პასუხსაც არავინ სთხოვს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი