ბანკებმა სესხები გადაავადეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი მოქაალქეებს შეღავათებზე უარს ეუბნებიან. სალიზინგო კომპანიაში სესხის მქონე ხალხი წერეთლის გამზირზე ერთ–ერთ ოფისთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალიზინგო კომპანია მათ ავტომობილების ჩამორთმევით ემუქრება თუ ისინი სესხს სასწრაფო არ დაფარავენენ.
მოქალაქეები ‘მთავართან“ ამბობენ, რომ თვითდასაქმებულები ქვეყანში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო უმუშევრები დარჩნენ.
„მოგო“ შეღავათზე არ მოდის, პირიქით ჯარმებს წერს. ხელშეკრულებით გაუქმებით იმუქრება მოქალაქეებთან და გვეუბნებიან, რომ 700–ლარიანი ჯარიმა დაგვეკისრება. მივმართავთ სასამართლოს და პრემიერეს ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს“, – განაცხადა ერთ–ერთმა მოქალაქემ.