"მთავარ არხთან" საუბარში პოეტი კოტე ყუბანეიშვილი ეხმიანება კულტურის სამინისტროს შესაძლო გამოყოფას დღეს არსებული ჰიბრიდული სამინისტროსგან და ხელისუფლების, ასევე მმართველი პარტიის მისამართით ამბობს, რომ "ამათი გაკეთებული საქმე" ჯერ არ უნახავს.
საერთოდ, რაღაც მასხრობად გადაიქცა და ან რას აკეთებენ, რისთვის არის ზედმეტი ფული, რაღაც ჩინოვნიკები სხედან და რაღაცას ლაპარაკობენ და ვის აფინანსებენ? ფესტივალების და ვიღაც ჩადის, ვიღაც ჩამოდის, მაგრამ, მე რა ვიცი, მაგათი გაკეთებული საქმე ჯერ არ მინახია. გოგა ხანიდრავაა ამათი კულტურა და ამათი ნამუსი და სინდისი არის ვოლსკი, ამიტომ თავი დავანებოთ ამაზე, რაღაც სისულელეებზე ფიქრს. რა კულტურა, რის კულტურა? წულუკიანის კულტურა და მათი კულტურა... - ამბობს კოტე ყუბანეიშვილი.
შეგახსენებეთ, კულტურის სამინისტროს გამოყოფა განთლების სამინისტროსგან პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ერთპარტიული პარლამენტის სხდომაზე, მთავრობის წარდგენისას დაანონსა. კულტურის მინისტრობის კანდიდატად იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი მოიაზრება.