ქვეყანაში, შესაძლოა, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა ეს იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ვითარება გართულდა.პაატა იმნაძემ დღეს ეკლესიასაც მიმართა.
"მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას, მათ შორის ეხება ეკლესიასაც. სამეგობრო წრეებსაც, დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც. ჩვენი ძირითადი, დღეს რაც გვაქვს შემთხვევა, ეს იყო ძირითადად ოჯახური კლასტერები. არ არის დღეს არც სამეგობროს შეკრების და არც ოჯახური შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებს"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მთავრობა კოვიდ 19-ისგან თავის დასაცავად საგანგებო ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა ციხეები კიდევ უფრო ჩაიკეტება.
"არ არის გამორიცხული სამი აპრილის მიღმაც ეს პერიოდი გაგრძელდეს ციხეებში, ანუ გავაგრძელოთ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა.
აკრძალული რჩება პაემნები,რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი მაქსიმალური ყურადღება ექცევა რომ გარედან შიგნით არ მოხდეს ვირუსის შეტანა"-განაცხადა თეა წულუკიანმა.