დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების1 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 208 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 221 605 
  • გამოჯანმრთელებულია - 203 547 
  • გარდაცვლილია - 2 377 
  • კარანტინის რეჟიმში - 420
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 8 394, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 3 993, PCR ტესტით - 4 401
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 677
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 393

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 80 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 56 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი