"ენმ" დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელიას ოფიციალურად წარადგენს პარტიის თავმჯდომარედ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს ოფიციალურად დაასახელებენ.

დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა, რომელშიც პარტიის წევრების გარდა, მხარდამჭერებიც იღებდნენ მონაწილეობას.

არჩევანებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ხმათა უმრავლესობა, 64.9% ნიკა მელიამ მიიღო - დღეს პარტიის ყრილობაზე მას ახალ თავმჯდომარედ წარადგენენ.

გარდა ამისა, ყრილობაზე პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ "ენმ"-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი