“მთავარის” ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად, შესაძლოად, ეკა ხოფერია დაინიშნოს.
მოქმედი მინისტრის, როლანდ ნიჟარაძის, აზრით, ჟურნალიტს შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს და შესაძლო ცვლილებებს გავლენებს უკავშირებს.
"რა თქმა უნდა, გავლენები, კომპეტენცია არ მგონია, არ არის სიტემაში ნამუშევარი. ვფიქრობ, რომ გავლენა და დაქალობა", - ამბობს როლანდ ნიჟარაძე.
თავად ეკა ხოფერია ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს: "არაფერი მე არ ვიცი... ნამდვილად არავის დაურეკავს" - თქვა ჟურნალისტმა "მთავართან" საუბრისას.