რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გადაიდო - არჩევნების დრო და ადგილი კვლავ უცვლელია

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გადაიდო - არჩევნების დღე და ადგილი ჯერ კიდევ უცვლელია. გამგეობის წევრები ამბობენ, რომ არჩევნებამდე ადგილის შეცვლას ვერ მოასწრებენ, თუმცა მაქსიმალურად დაიცავენ უსაფრთოების ნორმებს უკვე შერჩეულ ლოკაციაზე. 

"ეს არის ერთერთი კანდიდატის პოზიცია, ის თვლის, რომ შეიძლება ლეგიტიმური არ იყოს ეს ყველაფერი. გამგეობის ჩატარების იდეა სწორედ ეს იყო, რომ იურისტებთან გაგვევლო ეს საკითხი... ადგილის შეცვლის დროც არ არის სამწუხაროდ ამიტომ ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყოს დაცული", - ამბობს თორნიკე გოგებაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი, ბაჩო ხურჩიძე, არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. მან გადადების მოთხოვნით რაგბის კავშირის გამგეობას მიმართა, გამგეობამ კი მისი მოთხოვნის საფუძველზე, დღეს სხდომა გამართა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დანარჩენი ორი კანდიდატი ფიქრობს, რომ დაუშვებელია ერთი პირის მოთხოვნის საფუძველზე პრეზიდენტის არჩევნები გადაიდოს და ბაჩო ხურჩიძე გადადებას იმიტომ ითხოვს, რომ არჩევნებს აგებს და მისი ჩაშლა სურს.

ვეტერანი მორაგბეების თქმით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდება და ახალიპრეზიდენტი დროულად არ აირჩევა, ქართული რაგბი დაიღუპება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი