გაისად ახალ პოლიტიკურ რეალობაში შევდივართ, სადაც კასტრირებულია პარლამენტი - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ 2021 წლის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა ისევ რიგგარეშე არჩევნები იქნება. მისიივე თქმით, თუ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, შეუძლებელი იქნება ქვეყნის ამოყვანა ეკონომიკური და პანდემიური ჭაობიდან.

"სანამ გაზაფხული იქნება უნდა გავიშალოთ ქალაქებში და როგორც კი, ამის შესაძლებლობა გვექნება უნდა შევიკრიბოთ კვლავ და კვლავ უცვლელი მოთხოვნით, და დღის წესრიგში ერთადერთი რამ დგას - რიგგარეშე არჩევნვები. რიგგარეშე არჩევნების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის გაძლიერება, კოვიდის და პოსტ კოვიდური პრობლემების მოგვარება და მათ შორის კრიმინალთან ბრძოლა", - ამბობს გიგი უგულავა "პოსტ ფაქტუმის" ეთერში.

რაც შეეხება 2021-ის  მოლოდინებს, უგულავა ამბობს, რომ ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში შედის და პირველ რიგში ის ერთპარტიულ პარლამენტს გულისხმობს.

"საქართველო მართავს არაფორმალური, ფსიქიურად გაუწონასწორებელი, შლეგი მილიარდერი,  რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი მუხრუჭი, გამკეთებელია აბსოლუტურად ყველაფერის, არ არსებობს ამ ადამიანისთვის წითელი ხაზი.

ჩვენ გვყავს ერთპარტიული პარლამენტი, რომლის ლეგიტიმაცია განოლებულია. ჩვენ გვყავს ჯიბის პროკურატურა, რომელიც ყველაფერს აკეთებს რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს და ჩვენ გვყავს სასამართლოს ნაცვლად მონსტრების კორპორაცია. აი ეს არის დღევანდელი საქართველო.

გაისად შევდივართ სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც გვყავს კასტრირებული პარლამენტი, რომელიც ან ჩამოიშლება თვითონ, ან რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს", - თქვა გიგი უგულავამ 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი