ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს, უშუალოდ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დაარსდა. რატი ამაღლობელთან ერთად მისი დამფუძნებელი "თი ბი სი" ბანკია.
პრემია „საბას“ მიზანია გასული წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
წლევანდელი გამარჯვებულები არიან:
- წლის საუკეთესო რომანი - ბესო სოლომანაშვილი, „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა დოლიძე, „გასეირნება დროთა სივრცეში“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“ (კალმოსანი) და ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - რამაზ ჭილაია, „პოეტიკური ჩანაწერები“ (პალიტრა L)
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - შორენა ლებანიძე, „თუ საჭიროა გათქმევინებთ“ (არტანუჯი)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ (წიგნები ბათუმში)
- წლის საუკეთესო პიესა - ალექს ჩიღვინაძე, „მარინა რევია“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
- წლის საუკეთესო ქართული თარგმანი - ელზა ახვლედიანი, ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)
- პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბათუ დანელია (პოეტი, მთარგმნელი)