​2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები და დაიყოს ახალი 4 წლის ათვლა - ხაზარაძე 

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "პოსტ ფაქტუმის" ეთერში 2020 წელს აჯამებს და 2021-ის მოლოდინებზე საუბრობს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ის, რასაც ოპოზიცია ახლა ითხოვს  - რიგგარეშე არჩევენებს, 2022 წელს უნდა დაინიშნოს. ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ამის შემდეგ დაიწყოს ახალი 4 წლიანი ციკლის ათვლა:

​"2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სრული პროპორციული და იქიდან დაიწყოს ათვლა ახალი 4 წლის", - ამბობს ხაზარაძე.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებს და ცვლილებებს პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული სიტუაცია ითხოვს 

"რიგგარეშე არჩევნები იმას ხომ არ გულისხმობს, რომ ჩვენ ოპოზიცია ვითხოვთ ამას, უბრალოდ სიტუაცია ითხოვს ამას, რომ ქვეყანა გაჯანსაღდეს და ერთხელ და სამუდამოდ, ყველას გვეყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ოპოზიციასაც და პოზიციასაც.

ჩვენ პლებისციტი, რატომ შემოვიტანეთ ამ თემაში, რომ თუ ვერ ვთანხმდებით მოდი ხალხმა გადაწყვიტოს, მაგრამ მიხვდნენ, რომ არა მარტო არჩევნების გადაწყვეტა იქნებოდა, უფრო სხვა ვერდიქტი იქნებოდა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათი მოთხოვნები უცვლელია: 

 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი