ბოლო წლებია ქვეყანა ცხოვრობს კრიზისიდან კრიზისამდე - გიორგი ვაშაძე 2020-ზე და 2021-ის მოლოდინებზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნა კრიზისიდან, კრიზისამდეა და "ოცნების" მმართველობის პირობებში პარლამენტში არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა. 

გიორგი ვაშაძე 2020 წლის შეჯამებისას პანდემიის მართვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ კოვიდი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა, გაფლანგა მილიონები და მაშინ, როცა რეალურად ყველაზე მეტი ფული უნდა შემოსულიყო ქვეყანაში - ზაფხულის პერიოდი - ქვეყანამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

რაც შეეხება პოლიტიკას და მოლოდინებს. ვაშაძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოებაზეც დამოკიდებულია, როდის იქნება ცვლილებები: - 2024-ში ვერ იქნება არჩევნები, მანამდე უნდა იყოს. როდის იქნება? ჩვენ ბრძოლაზეც არის დამოკიდებული - ამბობს გიორგი ვაშაძე 

ბოლო წლები კირიზისადან კრიზისამდეა ქვეყანა, ყოველ 6 თვეში მძაფრი პოლიტიკური კრიზისი, აქციები, მოთხოვნა ხელისუფლებასთან. ბევრი მწერს - მაინც ხომ არ სჯობს პარლამენტში შეხვიდეთო?!

ხალხო პარლამენტში არ გადაწყვეტილა, არც ერთი საკითხი ბოლო 8 წლის მანძილზე. მეც ვიყავი პარლამენტის წევრი 2016 წლამდე, მერე არ ვიყავი პარლამენტის წევრი, ახლა, რომ გითხრათ, რომ ჩემთვის ცხოვრებაში ამით რამე დავკარგე, პირდაპირ გეუბნებით - არა.

 დღეს პრინციპულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვფიქრობ, ძალიან მნშვნელოვანია კონცენტრაცია და კრიზისიდან კირიზისამდე კი, არ მიმართებოდეს ქვეყანა, დავიწყოთ ნორმალური განვითარება" - ამბობს გიორგი ვაშაძე 

რაც შეეხება პოლიტიკას და მოლოდინებს. ვაშაძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებთან ერთად საზოგადოებაზეც დამოკიდებულია, როდის იქნება ცვლილებები: 2024-ში ვერ იქნება არჩევნები, მანამდე უნდა იყოს. როდის იქნება? ჩვენ ბრძოლაზეც არის დამოკიდებული - ამბობს გიორგი ვაშაძე 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი