პოლიციელების ჩვენებები, რის საფუძველზეც გიორგი რურუა დააკავეს - არასაკმარისია - საკონსტიტუციო

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიცილების ჩვენებები, რომელთა საფუძველზეც მთავარი არხის დამფუძნებლის გიორგი რურუას, საქმე აღიძრა, ნაკლებად სანდოა და დაუშვებელია ის გამამტყუენებლ განაჩენს ედოს საფუძვლად.

გადაწყვეტილებაში ნახსენებია სამხრე კამერებით ჩხრეკის გადაღების აუცილებლობაც. 

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ოპერატიული ინფორმაცია და მის საფუძველზე ადამინის უფლებების შეზღუდვა  წლების განმავლობაში არის ერთერთი სერიოზული პრობლემა საპოლიციო საქმეში, რადგან ის ხშირად ხდება ხოლმე პოლიციური თვითნებობის საფუძველი. ოპერატიული ინფორმაცია სასამართლომ მიიჩნია ნაკლებად სანდოდ, ამიტომაც ეს ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს საფუძველი ადამიანის ჩხრეკის... ეს ინფორმაცია არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს", - ამბობს გური იმნაძე, EMC-ის იურისტი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალურად გააფორმა ის გავრცელებული მოსაზრება, რომ გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკური მოტიცი ჰქონდა და მას იარაღი ჩაუდეს.

"პრაქტიკა დანერგა "ქართულმა ოცნებამ" ასეთი, რომ ყველა დაკავებულის მთავარი მოწმე არის ორი პოლიციელი, რომელთაც ერთმანეთისგან გადაწერილი ჩვენებები აქვთ. რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, ეს ყველამ იცის, რომ იყო შეკერილი საქმე, მას ჩაუდეს იარაღი, რომ ციხეში გამოეკეტათ და ბუნებრივია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც და ყველა იმ პირს, რომელიც ასეთი ჩვენების საფუძველზე იმყოფება დღეს ციხეში", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, "ენმ"-ს წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი