საქართველოში COVID-19-ით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 418 გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით 538 ადამიანი დაინფიცირდა, 2 766 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 222 143 
  • გამოჯანმრთელებულია - 206 313 
  • გარდაცვლილია - 2 418 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 4769, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1955, PCR ტესტით - 2814
  • კარანტინის რეჟიმში - 427
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5624
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1311

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 57 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი