ელენე ხოშტარია "ევროპული საქართველოდან" მიდის - ბრიფინგი პარტიაში 3-ზე გაიმართება

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარია პარტია ევროპულ საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ ბრიფინგი პარტიაში 3 საათზე გაიმართება. 

პარტიის წევრები და არც თავად ხოშტარია დეტალებზე ბრიფინგამდე არ საუბრობს. 

ენმ-ის წევრ სალომე სამდაშვილს არ უკვირს ხოშტარიას გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, "განახლების საჭიროებაზე მას ხშირად უსაუბრია" - ამბობს სამადაშვილი ხოშტარიაზე და არ გამორციხავს, სწორედ, ამით იყოს მისი გადაწყვეტილებაც განპირობებული. 

ელენე ხოშტარია ოპოზიციაში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის გაყოფამდე არასამთავრობო სექტორიდან წავიდა. ის გამოირჩევა ყოველთვის აქტიურობით აქტივისტებთან ერთად აქციების გამართვისას. ის პარტიის სახელით ორჯერ იყრიდა კენჭს ვაკის მაჟორიტარად.

ელენე ხოშტარიაა ის პოლიტიკოსი, რომელიც გავრილოვის ღამის შემდეგ ყელსაბმად ატარებს საქართველოს დროშის ფორმის, წითელი ფერის თვალსაფარს, სიმბოლოდ იმისა თუ რა იყო 20 ივნისი. 

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია ერთერთი პირველია ვინც 20 ივნისს პარლამენტში თავად გავრილოვს, სპიკერის სკამიდან ადგომა და დარბაზის დატოვება მოთხოვა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი