გამოვლინდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი – ამის დასადგენად ეპიდემიოლოგები ლუგარის ლაბორატორიაში 4 შემთხვევას იკვლევენ, პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"კვლევის შედეგებს იკვლევს ლუგარის ლაბორატორია და როგორც კი იქნება ინფორმაცია ცნობილი ამასთან დაკავშირებით, გააკეთებენ კომენტარს. საჭიროებს მეტად უფრო დეტალურ კვლევას" , – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის ექპსერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალ შტამთან საბრძოლვველად ახალი მეთოდები არ არსებობს, ვირუსის ეს სახე კი უფრო ლეტალური იქნება და ის 70%–ით უფრო გადამდემია.
"ახალი შტამი, რომელიც უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს კიდევ უფრო დიდი წნეხი იქნება ჯანდაცვისთვის და გაზრდის კრიტიკულ და ლეტალურ შემთხვევებს" – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა.
WHO: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, VOC-202012/01, ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა.