"მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსის ახალი - ბრიტანული შტამის არსებობა ოთხ ნიმუშში უკვე დაადასტურა. ამ ფაქტის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ ლაბორატორია საეჭვო შეთხვევებზე მუშაობს.

ლუგარში მიმდინარე კვლევაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ისაუბრა. მან არ უარყო, რომ ლაბორატორიაში უკვე გამოვლენილია რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, მაგრამ არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი შტამი, ინფექციონისთს არ უთქვამს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვარიანტის გამოჩენაზე გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნები გასულ კვირას ალაპარაკადნენ. მათივე თქმით, ვირუსის ახალი შტამი არა მხოლოდ სწრაფად გავრცელებადი, არამედ, უფრო გადამდებიცაა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 515 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი