შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ზედამხედველობის შედეგად საქმიანობა 6 000-ზე მეტ ობიექტს შეუჩერდა, 36 ობიექტი კი დაჯარიმდა.
"რაც შეეხება 26, 27 დეკემბრის მონაცემებს, შემოწმდა 54 სავაჭრო მოლის ტერიტორია და მასში არსებული 1 785 ობიექტი. მონიტორინგით დადასტურდა, რომ 20 ობიექტი, რომელიც პროტოკოლით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად სრულად შესწორდა, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. 843 ობიექტეზე, პრევენციული მიზნით, გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, 69 ობიექტის გადამოწმებისას დადგინდა, რომ საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდნენ და დაჯარიმდა 2 ობიექტი სოციალური ღონისძიებების გამართვისას", - ამბობს ბექა ფერაძე.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 740 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 42 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 104 მძიმე პაციენტია, სასუნთქ აპარატზე კი, 427 პირი იმყოფება.