
საოკუპაციო ხაზზე, ფახულანი–საბერიოს მონაკვეთის 22 კილომეტრიან ზოლზე, რუსმა სამხედროებმა ახალი მავთულხლართების გაყვანა და გზის დაგება დაიწყეს.
გამშვებ პუნქტთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა, შენიშნეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მავთულხლართებს ჭრიდა და აფხაზეთში გადაპარვას ცდილობდა, ამიტომ, ძველ მავთულხლართებს ხსნიან და უფრო მაღალ მავთულხლართებს ამონტაჟებენ.
ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზი ჩაკეტილია და მიმოსვლის შესაძლებლობა მოსახლეობას არ აქვს.


ავტორი: ემა გოგოხია