"ევროპული საქართველო" ბრიფინგისთვის ემზადება - პარტიას ელენე ხოშტარია ტოვებს. ოფისში 1 საათია კონსულტაციები მიმდინარეობს.
ხოშტარიას თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არ გამხდარა კონფლიქტი ან რაიმე სახის დაპირისპირება თანაგუნდელებთან.
"შევხვდები ჩემს მეგობრებს და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არანაირი დაპირისპირება არ არის", - თქვა ხოშტარიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლა "ევროპული საქართველოსთვის" დანაკლისია.
არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ელენე ხოშტარიამ სამოქალაქო ატივისტებთან ერთად შექმნას პოლიტიკური პლატფორმა, თუმცა ეს ჯერ არ დასტურდება.