აფხაზეთი კრემლის ტყვეობაში-უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. გამახარია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთმა აფხაზეთს ყველანაირი შემოსავლის წყარო გადაუკეტა და ამით აიძულა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის:

"აფხაზები ყველანაირად აჭიანურებდნენ ამ დოკუმენტის გაფორმებას, მაგრამ ახლა დადგა ისეთი დრო, როდესაც მათ უკვე უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ, რომ იტყვიან კუთხეში იყვნენ მიმწყვდეულები იმის გამო, რომ ეკონომიკა განადგურებულია, ხელფასები არა, პენსიები არა ყველაფერი ეს რუსეთიდან მოდის, რუსეთმა შეუწყვიტა ეს ყოველივე, სანამ ამას ხელს არ მოაწერდა. გვინდა კიდევ ისეთი მრავალდონიანი ფორმატი, სადაც ქართველები და აფხაზები ყოველგვარი შუამავლების გარეშე დასხდებიან და ისაუბრებენ. მე პირადად ამას მხარს ვუჭერ", - ამბობს ჯემალ გამახარია 

ხელშეკრულების მიხედვით, კრემლი გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ აფხაზეთს სოციალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც ჰპირდება.

კრემლის ინტერესების გამტარებელი სახიფათო "ხელშეკრულება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი