11 კითხვა და სრული თავისუფლება პასუხებში. სწორედ საკუთარი შეხედულებისამებრ დაალაგეს გავლენიანი ადამიანების ხუთეული, კვლევაში ჩართულმა რესპონდენტებმა.

ხუთეულში ბიძინა ივანიშვილი, მისი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც მოხვდნენ, ბიზნესმენი პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად მეხუთე პოზიციაზეა. გავლენიან ადამიანთა შორის მამაცაშვილის და ჩხარტიშვილის მოხვედრა კვლევის ავტორის შეფასებით ადასტურებს "ქართული ოცნების" მმართველობის სტილს. 

გავლენიან ადამიანებს შორის მოხვდნენ: მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

თუმცა, არც გავლენიან ადამიანებსა და არც გავლენიან პოლიტიკოსებს შორის, გამოკითხულებმა არ დაასახელეს პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილი, რაც კვლევის ავტორის აზრით, ხალხის განწყობას კარგად გამოხატავს. 

ვინ არიან ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან - თუ გიორგი გახარია, გავლენიან ადამიანთა შორის მეხუთე პოზიციაზე იყო, ამჯერად სიის სათავეში მოექცა.

მეორე ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძეა, იგი რეიტინგით ირაკლი კობახიძეს უსწრებს, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, კვლევაში მონაწილე ადამიანებმა კობახიძე კი, შინაგან საქმეთა მინისტრზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნიეს. მათ მეხუთე ადგილი პარლამენის თავმჯდომარეს მიაკუთვნეს. რას ფიქრობენ მმართველ გუნდში გავლენიან ადამიანებზე და მათ გავლენებზე? სახელმწიფო ინსტიტუტებზე მამაცაშვილისა და ჩხარტიშვილის გავლენებს, გამორიცხავს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მიხეილ სააკაშვილს აქვს.

მეორე ადგილზე  "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელიაა.

მესამე პოზიციაზე "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა,

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე კი, "ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა არიან.

ხელისუფლების კიდევ ერთ წარუმატებლობად სახელდება პანდემიის მეორე ტალღის მართვა.

საზოგადოება ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდა მას თავი ვერ გაართვა. რაც შეეხება ოპოზიციას, მის წარმატებად ერთობა მიაჩნია საზოგადოებას, წარუმატებლობად კი, ასევე 31 ოქტომბრის არჩევნები.

რა არის ხუთი ყველაზე დიდი პრობლემა სახელმწიფოსთვის? რესპოდენტებს ამ კითხვითაც მიმართეს და პასუხები თავად უნდა მოეფიქრათ. რესპოდენტებმა პრობლემები ასე გადაანაწილეს: სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობა, სასამართლო ხელისუფლება, ნეპოტიზმი და უმიედობის განცდა. 

ყველაზე გავლენიან მაუწყებლების ხუთეულს შორის, მეორე ადგილზე "მთავარი არხი'' დასახელდა.

სულ 150 რესპონდენტი მონაწილეობდა. მათ შორის ჟურნალისტები, ანალიტისკოსები და სოციოლგები.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი