ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა – ხელისუფლებამ ფოთის პორტს საპორტო რესურსების გაფართოების ნებართვა მისცა

გამოქვეყნდა:

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო. ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტის უმთავრეს კონკურენტს საპორტო რესურსების შემდგომი გაფართოების ნებართვა მისცა.

ეს კი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლების შეფასებით, პროექტის საბოლოოდ დასამარებას ნიშნავს, რადგან ღრმაწყლოვანი პორტისთვის ინვესტორების პოვნა ახლა უბრალოდ შეუძლებელი გახდება. 

ლევან ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს, რადგან ანაკლიაში პორტის პროექტის განხორციელება, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.

ეს ადასტურებს იმას, რომ ქმედებები სხვაა, ლაპარაკი სხვა. საქართველოს სამწუხაროდ, არ სჭირდება ორი ღრმაწლოვანი პორტი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ალტერნატივა არ გააჩნია. ძალიან გაურკვევეკლი ქმედებაა, ერთი მხრივ იძახო რომ ახალ ტენდერს ვატარებ, რომ ახალი ინვერტორები მოიძიო და მეორე მხრივ, ნებართვას გაცემას იწყებ მეორე ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ინტერესებს", – განაცხადა ახვლედიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი რუსული ინტერესების გამო ჩაშალეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავრობამ ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა.

ამ ხელისუფლებამ სრულიად ნათლად აჩვენა, რომ აღარ სურს ანაკლიის პორტის მშენებლობა. ეს თემა, როგორც ჩანს, არის დახურული, არც ინვესტორების მოძიება არ მიმდინარეობს და ხელი ჩაიქნიეს ქვეყნის სტრატეგიულ პროექტზე", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი