მორიგი სკანდალური განცხადების გამო, სალომე ზურაბიშვილს დამატებითი განმარტებების გაკეთება კიდევ ერთხელ მოუწევს. "ელჩების კონფერენციაზე", საქართველოს პრეზიდენტის მიერ "კავკასიური პლატფორმის" ინიციატივაზე მხარდაჭერამ, დიპლომატებიც კი არადიპლომატიური ენით აალაპარაკა.
აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ გადაცემა "მთავარი მსოფლიოში", იმ საფრთხეებზე მიანიშნა, რაც სალომე ზურაბიშვილის განაცხადმა შესაძლოა ქვეყანას და მის ეროვნულ ინტერესებს მიაყენოს.
ქვეყნისთვის საზიანო განცხადებიდან უკვე 1 კვირა გავიდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხოლოდ საიტზე გამოქვეყნებულ რამდენიმე წინადადებიან განცხადებაზე მიგვითითა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ის თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივას მხარს არ უჭერს და მეტიც, ირკვევა რომ თვითონ ყოფილა კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადების ავტორი.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მისმა ოპონენტებმა უსაფუძვლო აჟიოტაჟი ატეხეს.
არადა თქვა სწორედ მას შემდეგ, როდესაც 10 დეკემბერს ბაქოში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში "ექვსეულის პლატფორმის " შექმნის ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტი ერდოღანი მასში თურქეთს, რუსეთს, ირანს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოიაზრებს.
ოპოზიციისთვის გაუგებარია რატომ მოწონს სალომე ზურაბიშვილს ეს წინადადება, იმ დროს როდესაც ეს ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის პოზიციების შესუსტებას ნიშნავს და ქვეყნის ეროვნულ პირდაპირ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ოცნება დღეს მორიგ ჯერზე შეეცადა პრეზიდენტის განცხადება გაემართლებინა. ისევ მედიის მიერ არასწორ ინტერპრეტაციაზე ლაპარაკობენ და ამტკიცებენ რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეუცვლიათ.
ქვეყნის მეგობარი დიპლომატები კი რეგიონში პოლიტიკური რეალობის მნიშვნელოვნად შეცვლის გამო, საქართველოს ხელისუფლებას გააქტიურებას ურჩევენ.
ყოფილი ელჩი იან კელი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ოცნების ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს.
საერთაშორისო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები კი ფიქრობენ რომ ეს რჩევა მხოლოდ რჩევად დარჩება.