"მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც ივანიშვილი " - შიოლაშვილი და ხუნდაძე ივანიშვილს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები- ირაკლი შიოლაშვილ და დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის თემა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი იყო, რომელსაც შიოლაშვილი და ხუნდაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

"ოცნების" თავმჯდომარესთან აუდიენციის შემდეგ, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა იყო მძიმე და შეთანხმება ვერ შედგა. დეპუტატების თქმით, ივანიშვილი ცდილობდა ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების დარწმუნებას, რომ მხარი დაეჭირათ პროპორციული სისტემისთვის, თავის მხრივ მაჟორიტარებიც აცხადებენ, რომ ივანიშვილს თავიანთ პოზიციის სისწორეს უმტკიცებდნენ. 

ხუნდაძე და შიოლაშვილი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ და ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ხუნდაძე გეგმავს დატოვოს როგორც ქართული ოცნება, ისე სადეპუტატო მანდატი

"პირისპირ შევხვდით, პარტიის ოფისში იყო შეხვედრა და მე არ ვიცვლი ჩემს პოზიციას. ღრმად მწამს და იქაც ვეცადე, რომ ჩემი პოზიციის სისწორეში პარტიის თავმჯდომარე დამერწმუნებინა, თუმცა ვერ შევძელი და მეტსაც გეტყვით- მძიმე საუბარი იყო და გავაწბილე კიდეც პარტიის თავმჯდომარე სავარაუდოდ" განაცხადა შიოლაშვილმა.

"მას ჰქონდა პრინციპული თხოვნაც, მაგრამ მე ვრჩები ჩემ პოზიციაზე. თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები და მაქვს იმედი, რომ დადგება მაშინ მე არ დავაზიანებ არც საკუთარ გუნდს , შესაძლოა დავტოვო გუნდი, მაგრამ აუცილებლად დავტოვებ მანდატსაც იმიტომ, რომ არ ვაპირებ ქართული ოცნებიდან გავიდე და შევიდე სხვა რომელიმე პარტიაში" განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი