დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 638 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 224 155 
  • გამოჯანმრთელებულია - 208 951 
  • გარდაცვლილია - 2 443 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13451, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8313, PCR ტესტით - 5138
  • კარანტინის რეჟიმში - 401
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5480
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1287

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 57 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი