არა ონისა და ნამახვანის ჰესებს - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დღეს, 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. სასამართლოში ონის კასკადზე გაცემული გარემოსდაცვითი ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ მოსახლეობის მიერ შეტანილი ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა გადადიო.

აქციის მონაწილეები ონის კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ეს პროექტი რაიონის ეკოლოგიას დააზარალებს. მოსახლეობას კი სახლების დატოვება მოუწევს, რაც სოფლების დაცლასა და სრულ განადგურებას გამოიწვევს.

"სასამართლო სხდომის პარალელურად ჩვენ ვმართავთ აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ რიონის მოსახლეობას, რომელიც უკვე თითქმის 70 დღეა ამ სიცივეში ღამეს ათევს და აპროტესტებს ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობას, სახელმწიფოს პასუხი კი ამაზე ან საერთოდ არ არსებობს, ან არის საოცრად ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება", - ამბობს "ახალგაზრდა მწვანეების" აქტივისტი, გიორგი ფცქიალაძე.

აქტივისტების შეფასებით ხელისუფლებას ჰესების მშენებლობაზე არ აქვს სწორი სტრატეგია, რაც საზიანოა როგორც გარემოსთვის ისე მოსახლეობისთვის. 

ნამახვანის 105 მეტრიანი კაშხალი ქუთაისისთვის 34 მეტრიანი ტალღის საშიშროებას ქმნის. ამასთან, შესაძლოა, დაიტბოროს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი