ამას პოლიტიკურ კრიზისს ვერ დავარქმევ, გავა დრო და ის არავის ემახსოვრება - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას პოლიტიკურ კრიზისს არ უწოდებს და თვლის, რომ ახლა პრიორიტეტული პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაიცო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.

"გულწრფელად, მერწმუნეთ, რომ ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემილოგიური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი, მიმდინარე და მე ვერც დავარქმევ ამას კრიზისს, პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის, დემოკრატიული პროცესი ვითარდება", - თქვა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, ამიტომ მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაა. გახარიას აზრით, გავა დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახიან, არც ის ვინ შევიდა პრლამენტში და ვინ თქვა უარი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი