გახარია ოპოზიციაზე: შეთავაზება მექნებოდა ერთი - დროზე შევიდნენ პარლამენტში

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციოს საბჭოს ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ ოპოზიციასთან მხოლოდ ერთი შეთავაზება აქვს - პარლამენტში დროულად შესვლა.

"მე არავისთან მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობ. შეთავაზება მექნებოდა ერთი - დროზე შევიდნენ პარლამენტში. აიღონ პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეებმა დააწესეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები შესაბამის შეფასებას მისცემენ შემდეგ არჩევნებზე - დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანაირი ირონიის გარეშე", - თქვა პრემიერმა.

ამ საკითხის გარდა, გიორგი გახარია ეპიდვითარებასაც შეეხო და თქვა, რომ  "არ იქნება არანაირი სრული "ლოქდაუნი"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი