უკვე სამი საათია სემეკში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე მსჯელობა მიმდინარეობს. კომისიამ "თელასისა" და "ენერგო–პროს" წინადადებები მოისმინა.
მარეგულირებელი კომისია კომპანიებს სამეწარმეო ტარიფის 3.5%–ით, სამომხმარებლო ტარიფის კი 11 თეთრით გაზრდას სთავაზობს, რასაც კომპანიები არ ეთანხმებიან.
"წარმოადგინა დღეს მარეგულირებელმა კომისიამ შესაბამისი ტარიფები, მარეგულირებელი კომისიის პროგნოზები არ შეესაბამება ჩვენს პროგნოზებს, გვაქვს აცდენა " – ამბობს ერთერთი კომპანიის წარმომადგენელი
ფიზიკური პირებისთვის კი სავარაუდოდ დენის ტარიფი 3–4 თეთრით გაიზრდება.
კომისიის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს, რადგან ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ტარიფის ზრდას აპროტესტებენ.
მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ – გახარია სუბსიდირებაზე.