აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მას შემდეგ გამოეყოფა 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რაც სახელმწიფო მდივანი წარადგენს ანგარიშს საქართველოში კანონის უზენაობის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ.
ოპოზიცია ამბობს, რომ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან, კანონის უზენაესობის პრობლემებიდან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიდან, ასევე სასამართლო სისტემის გაუმართავობიდან გამომდინარე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კარგი მოლოდინები არ აქვს.
"ეს ანგარიში დაეყრდნობა, დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ დაწერილ ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება ყველა პრობლემა, რომელიც იყო კანონის უზენაესობასთან მიმართებაში, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, სასამართლოში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, არჩევნები და კორუფცია, რომელიც აუარესებს დემოკრატიის ხარისხს "– ამბობს ენმ–ს ლიდერი ხატია დეკანოიძე
გარდა ამისა, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილ ანგარიშებს, რაშიც ასევე განხილული იქნება, თავისუფალი მედიის მიმართ კანონით ამოქმედებული ბერკეტები.
ლელოში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება", პოლიტიკური დევნით გამოირჩევა, რითაც ქვეყნის იმიჯს აზიანებს – "უზარმაზარ დარტყმას აყენებს ჩვენს ქვეყანას და აყენებს საფრთხის ქვეშ, საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანესი დახმარების მიღების საკითხს" – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ აშშ ეხმარება არა კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს, რომელსაც ბევრი აქვს სამუშაო დემოკრატიული კუთხით განსავითარებლად.
საქართველოს პრემირმინისტრი გიორგი გახარია კი, ამბობს, რომ არჩევნებისადმი კითხვისნიშნები არ არსებობს.
"ეს ყველაფერი არის შეფასებითი, მე რაც ვიცი თქვენ რაც იცით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ჩატარდა ძირითადად დემოკრატიულ არჩევნებამდე, ჩაითვალა და შეფასებული იყო. საინვესტიციო გარემოს კუთხით, ქვეყანა პირველ ათეულშია და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს" – თქვა პრემიერმინისტრმა.
საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, კი ამბობს, რომ აშშ–ისგან საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება და პატივისცემა ქვეყანას პომპეომაც დაუდასტურა. "საქართველოში აშშ–ის ინვესტირებისათვის არის საუკეთესო პირობები" – ამბობს გიორგი ვოლსკი.
საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენა, 90 დღეში, ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწევს.
აშშ-ის დახმარება საქართველოს მას შემდეგ, რაც სახ.მდივანი კანონის უზენაესობაზე მოხსენებას წარადგენს.