დენი გაძვირდა – მოსახლეობისთვის 3.5 თეთრით, კომერციული ობიექტებისთვის 11–13 თეთრით

გამოქვეყნდა:

მომავალი წლიდან მოსახლეობისთვის დენი 3.5 თეთრით გაძვირდება, კომერციული ობიექტებისთვის კი 11-13 თეთრით – გადაწყვეტილება სემეკმა მიიღო. 

კომერციული ობიექტებისთვის,ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს 11, 12,  ან 13 თეთრით, რაც როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, დამოკიდებულია თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარენ კომერციული ობიექტები.

"დავიანგარიშეთ ტარიფები, მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა შეადგენს სამნახევარ თეთრს, რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, აქ სამი ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეული ძაბვის საფეხურზე დადგენილია ცალ ცალკე ტარიფები, 11, 12 , 13 თეთრი" –ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანი

დენის ახალი ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრა:

"თელასის" მომხმარებლებისთვის

  • 0–101 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 14.544თ ახალი ტარიფი 18.041თ
  • 101–301 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 18.556თ ახალი ტარიფი 22.053თ
  • 301 კვტ. სთ თვეში და მეტი – ძველი ტარიფი 23.040 თახალი ტარიფი 26.537თ

"ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის

  • 0–101 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 14.237თ ახალი ტარიფი 17.731თ
  • 101–301 კვტ. სთ თვეში – ძველი ტარიფი 18.213თ ახალი ტარიფი 21.707თ
  • 301 კვტ. სთ თვეში და მეტი – ძველი ტარიფი 22.733თ ახალი ტარიფი 26.227თ

სემეკის სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, რადგან ლეიბორისტული პარტია ტარიფების გაზრდას აპროტესტებდა. – "მე დავიღალე უკვე 18 წელი დენის ტარიფზე ბრძოლით, მერე იძახიან გიჟია, ახლა იყავით და შეხვდით ახალ წელს ასე" – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

"თელასი" და "ენერგო-პრო ჯორჯია" სემეკის შემოთავაზებულ დენის ტარიფს არ ეთანხმებიან.

მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას ვერ იგრძნობენ – გახარია სუბსიდირებაზე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი