დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ტაქსის მძღოლების გარდა კორონავირუსზე უფასო ტესტირება ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელ სასულიერო პირებსაც შეეთავაზათ.
"რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მერია გადაწყვეტს სავალდებულო იქნება, თუ არა, ჯერ ჯერობით ეს არის შეთავაზება მათთვის, რომ შეუძლიათ გამოაკრან "კორონა თავისუფალი" ტაქსი, რეკლამადაც შეიძლება გამოიყენოს, ისევე, სხვათაშორის, როგორც ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეეთავაზათ ტესტრიება და ძალიან ბევრი მათგანი უკვე იტესტება", - თქვა პაატა იმნაძემ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 638 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.