დააავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით დაახლოებით 20 000-მდე სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირი დაინფიცირდა. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.
"ზუსტ ციფრებს ახლა ვერ მოგახსენებთ, მაგრამ დაახლოებით 20 000-მდე ჩემი კოლეგაა დაინფიცირებული, ამაში შედის მთლიანად სამედიცინო სამსახურში დასაქმებული. ეს არის ექიმი, ექთანი, უმცროსი ექიმი, სანიტარი, მძღოლი და ყველა, ვინც არის დაკავებული სამედიცინო საქმიანობით", - ამბობს პაატა იმნაძე.
მისი თქმით, 20-ზე მეტი თანამშრომელი დაინფიცირდა ლუგარის ცენტრში, სადაც ამჟამად 2 ინფიცირებულია. იმნაძის თქმით, ლუგარში შიდა გადაცემა არ ყოფილა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 638 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.