ენმ პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია, იანვრის ბოლოს გამოვა მწყობრში, მთავარ პოლიტიკურ ლიანდაგზე - მელია

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ ენმ ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია და მაქსიმუმ, იანვრის ბოლოს მწყობრში, მტავრ პოლიტიკურ მაგისტრალზე დადგება. 

"ნაციონალური მოძრაობა ამჟამად პოლიტიკურ პროფილაქტიკაშია რემონტზე, მაქსიმუმ იანვრის ბოლოს გამოვა დაბერილი საბურავებით, სესწორებული ყველა ნაწილით რომელიც იყო ავარიული, მწყობრში მოყვანილი მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე, პირველივე დღიდან ამ ყველაფერში დარწმუნდება საზოგადოება", - განაცხადა ნიკა მელიამ "ღამის მთავარში"

მისივე თქმით, პარტიაში მოვლენ საჭირო ადამიანები და სპეციალურად არ იყენებს ტერმინს "ახალი სახეები", რადგან ეს პანაცეა არ არის.  

"ჩვენ ვერ გადავხალისდით ისე, როგორც ეს საჭირო იყო, მე განგებ არ ვიყენებ ფრაზას "ახალი სახეები", ახალი სახეები არაა პანაცეა, მე ვიტყოდი ასე - საჭირო ადამიანები - არა მაინცდამაინც ცნობადი სახეები, - ასეთებს იხილავენ იანვარში ბევრს ენმ-ს მხარდამჭერები, რომლებიც თავად იტყვიან, რატყმ გადაწყვტეს ახლა შემოერთებოდნენ ამ მართლც უნიკალურ გაერთიანებას, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს უახლეს ისტორიაში", - თქვა ენმ-ს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ენმ-ის თავმჯდომარის ასარჩევად დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა, რომელშიც პარტიის წევრების გარდა, მხარდამჭერებიც იღებდნენ მონაწილეობას.

არჩევანებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ხმათა უმრავლესობა, 64.9% ნიკა მელიამ მიიღო - პარტიის ყრილობაზე, 27 დეკემბერს ის ახალ თავმჯდომარედ წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ "ენმ"-ის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი