
"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ყველაზე დიდი ბოროტება 8 წლის განმავლობაში რაც გააკეთა არის ის, რომ ადამიანებს დაუკარგა საკუთარი თავს, ქვეყნისა და ძალის რწმენა.
"ღამის მთავარში" საუბრისას ჯაფარიძე ამბობს, რომ პირველ რიგში დასამარცხებელია ორი იდეა - რომ ამაზე მეტი არ შეგვიძლია და ე.წ. მზრუნველი მთავრობის იდეა:
“ერთი რაც არის დასამარცხებელი - დასამარცხებელია ეს იდიოტობა, რომ ამაზე მეტი არ შეგვიძლია. სინამვდილეში თუ სწორ რაღაცეებს გავაკთებთ, ამაზე გაცილებით მეტი შეგვიძლია და გაცილებით სწრაფად... ადამიანებს დააჯერეს, რომ მათ სჭირდებათ მომვლელი, პატრონი, ბატონი, რომელიც მათ ფულს დაურიგებს, საკვების მისცემს და ადამიანები მუდმივად უნდა შეყურებდნენ მთავრობას...",- ამბობს ჯაფარიძე.
მისი თქმით, ამ ორი იდეის დამკვიდრებაში თავის წვლილი აქვს ოპოზიციას, რომელიც წლების განმავლობაში ხალხს არწმუნებდა, რომ ხელისუფლებაზე "უკეთესი პატრონი "იქნებოდა:
“ჩვენ ვართ თავისუფლი ადამიანები და მარტო თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ ააშენონ წარმატებული ქვეყანა, მონები წარმატებულ ქვეყნებს ვერ აშენებენ”, - ამბობს ჯაფარიძე და ოპოზიციას ტაქტიკური ბრძოლის ფორმებს უწუნებს:
“მე მგონია, რომ ოპოზიციის ბრძოლის ის ფორმები, რომელსაც აქამდე იყენებდა ოპოზიცია არის მოძველებული და აღარ მუშაობს”, - ამბობს ჯაფარიძე მდა მაგალითად ქუჩის აქციების პრაქტიკა მოჰყავს.
მისი თქმით, თუ გაზაფხულზე ოპოზიცია აქციას გამართავს და ბევრი ხალხი არ მივა, მოსახლეობა კიდევ უფრო დიდ ნიჰილიზმში ჩავარდება, ამიტომ მოსაფიქრებელია ბრძოლის ახალი ტაქტიკა:
“21-ე საუკუნეა, კომუნიკაცია დაჩქარებულია, მილიონი კრეატიული რაღაცის მოფიქრება შეიძლება, რომელიც ბევრად უფრო მტკივნეულად დაარტყამს ხელისუფლებას და კონკრეტულ შედეგებზე გაგვიყვანს." ამბობს ჯაფარიძე.
"გირჩის" ლიდერის თქმით, სწორედ ახლა, როცა პოლიტიკური ცხოვრება "მკვდარია" და საახალწლო პერიოდია, ოპოზიციას აქვს დრო და საშუალება იფიქროს ბრძოლის ახალ მეთოდებზე.